კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროებია: ვაჭრობა, მომსახურეობა, დასაქმება, მარკეტინგი და რეკლამა.
მოთხოვნები და უნარ ჩვევები:
- საკუთარი საბუღალტრო პროგრამა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- უცხო ენის ცოდნა ინგლისური, რუსული (სასაუბრო დონე) ჩაითვლება უპირატესობად
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
- გამოცდილება ონლაინ გაყიდვებში საცალო, საბითუმო, საწყობი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- დროის მართვის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- ორგანიზებული და მიზანდასახული
შესასრულებელი სამუშაო და ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარებების წარმოება
- ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში გადატანა
- rs.ge -ზე ოპერაციების მართვა და კონტროლი
- დეკლარაციების დროულად ჩაბარება
- საგადასახადო გადასახადების დროულად გადახდის კონტროლი
- საგადასახადო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების და სიახლეების დროულად გაცნობა/რეაგირება
- ხელმძღვანელობასთან რეპორტინგი
სამუშაო პირობები და შეთავაზებები:
- მუშაობა როგორც ონლაინ რეჟიმში,ისე ფიზიკურ ოფისში ქ. რუსთავი
- თავისუფალი სამუშაო გრაფიკი პირველი თვე
- რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან
- სტაბილური ანაზღაურება შეთანხმებით + ბონუსები
- გამოსაცდელი ვადა 1 თვე
- საინტერესო, მეგობრული და მშვიდი სამუშაო გარემო
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- დაწინაურების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა
დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტის მისამართზე: hr@cbm.ge გთხოვთ, დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.